ჩვენ შესახებ

„ინგლისურ-ქართული სათარჯიმნო ბიუროს“ გუნდი შემდეგი სასწავლო დაწესებულებების წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალისტებისაგან შედგება: თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, „ბრითიშ პეტროლეუმის“ მიერ დაფუძნებული თბილისის ინგლისური ენის სკოლა «Education and Training International», და ა.შ. სწავლების დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის წევრები ჩართულნი გახლდნენ მთარგმნელობით საქმიანობაში, და ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული, უკრაინული და ა.შ. ენების მთარგმნელთა რანგში თანამშრომლობდნენ ქ. თბილისის სხვადასხვა კომპანიებთან.

ჩვენი სათარჯიმნო ბიუროს ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზემოაღნიშნულ გუნდთან აქტიური საქმიანი თანამშრომლობა 2009 წლიდან დაიწყო. იგი ეროვნებით ინგლისელი, და შესაბამისად, ინგლისური ენის მატარებელი პიროვნებაა. იგი გახლავთ ქ. კემბრიჯის „ანგლია რასკინ უნივერსიტეტის“ პირველი კლასის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი კომპიუტერულ მეცნიერებებში. სათარჯიმნო ბიუროს მეორე დამფუძნებელი და ახლანდელი გენერალური მენეჯერი ეროვნებით ქართველია, რომელიც ფლობს მაგისტრთან გათანაბრებულ დიპლომს რუსულ ენაში, მაგისტრის დიპლომს ინგლისურ ენაში და IELTS 6.5 სერთიფიკატს (2010წ.). წელიწადნახევარზე მეტი დროის განმავლობაში იგი ცხოვრობდა და მუშაობდა დიდ ბრიტანეთში.

„ინგლისურ-ქართული სათარჯიმნო ბიუროს“ ოფისები მდებარეობს როგორც ბულგარეთში, ქ. ბურგასში, (ევროპა), ასევე საქართველოში, ქ. თბილისში. ევროპული ბაზის ფლობა ფრიად სასარგებლოა, მაგალითად, „ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ შეთანხმების“ მარტივად დადების თვალსაზრისით, იმ კლიენტებთან, რომლებიც კონფიდენციალურობის გარანტიას საჭიროებენ. ჩვენს ინგლისელ, ბულგარელ თუ რუს კლიენტებს ვურჩევთ დაუკავშირდნენ ჩვენს ბულგარეთის ოფისს, ხოლო ქართველმა კლიენტებმა ქ. თბილისის საკონტაქტო ნომრებზე მოგვმართონ.

დღეისათვის იურიდიულ, სამედიცინო, სამეცნიერო, კომერციულ, კომპიუტერულ და ა.შ სფეროებში ჩვენი წამყვანი სპეციალისტების მთარგმნელობითი გამოცდილება 10 წელიწადზე მეტ ხანს ითვლის. სათარჯიმნო ბიუროს არსებობის მანძილზე ჩვენ საუკეთესო საქმიანი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა რესპექტაბელურ ნოტარიუსებთან/სანოტარო ბიუროებთან, რომლებსაც სიამოვნებით გავუწევთ რეკომენდაციას. გარდა ამისა, საქართველოში წარმომადგენლობის დაფუძნების მსურველ ჩვენს საერთაშორისო კლიენტებს შეგვიძლია შევთავაზოთ პროექტის მართვის მომსახურება (Project management), რომლის დროსაც საკუთარ თავზე ვიღებთ ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებას.

„ინგლისურ-ქართული სათარჯიმნო ბიურო“ და მთელი მისი კოლექტივი გულწრფელად გამოთქვამს თქვენთან ურთიერთსასარგებლო და ხანგრძლივი თანამშრომლობის იმედს!



english to georgian dictionary button