გაიცანით ჩვენი მმართველი გუნდი


პოლ რ. ქერელი, აღმასრულებელი დირექტორი


პოლი ეროვნებით ინგლისელია. თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე იგი მუშაობდა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა საშუალო თუ მსხვილ ორგანიზაციაში. წარსულში პოლი აქტიურად გახლდათ ჩართული განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი რამდენიმე კომპანიის მოწინავე პოზიციებზე გაყვანის პროცესში. იგი გახლავთ ქ. კემბრიჯის „ანგლია რასკინ უნივერსიტეტის“ (Anglia Ruskin University) პირველი კლასის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი კომპიუტერულ მეცნიერებებში.

წინა წლებში პოლი გახლდათ „ანგლია რასკინ უნივერსიტეტის“ ლექტორი, ღია სააქციო საზოგადოება „დომინო პრინტინგ საიენსიზ“ (Domino Printing Sciences plc) პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, შპს „პრიზმ საუნდ“-ის (Prism Sound Ltd.) ქსეროქსის ევროპის კვლევის ცენტრის სტაჟიორი, კომპანიების - შპს „ევროტექ“-ისა (Eurotech Ltd.) და ღია სააქციო საზოგადოება „გრინ კათედრალ“-ის (Green Cathedral plc) პარტნიორი.

ამჟამად პოლი ცხოვრობს ბულგარეთში, შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბურგასში, სადაც აქტიურად არის ჩაბმული ორი დამწყები კომპანიის განვითარების საქმეში.

თამარ მინაშვილი, გენერალური მენეჯერი


თამარი სრულყოფილად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე ბულგარულ ენას პრაქტიკულ დონეზე. ქ. თბილისის სხვადასხვა სათარჯიმნო სააგენტოებში ინგლისური და რუსული ენების მთარგმნელად მუშაობის მისი გამოცდილება რვაზე მეტ წელიწადს ითვლის. ბოლო წლების განმავლობაში თამარი წარმატებით უძღვება ჩვენი სათარჯიმნო ბიუროს/სააგენტოს სამუშაო პროცესს, სხვადასხვა კლიენტებთან ურთიერთობის, კომპანიის გუნდის, ბიუჯეტისა და ბიზნესის მართვის საქმეს.

თამარი ფლობს თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მაგისტრთან გათანაბრებულ დიპლომს რუსულ ენაში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხს (თარგმანის ხელოვნება ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე), და IELTS 6.5 სერთიფიკატს (2010წ.). წელიწადნახევარზე მეტი დროის განმავლობაში იგი ასევე ცხოვრობდა და მუშაობდა დიდ ბრიტანეთში.


english to georgian dictionary button