მომსახურების ღირებულება

ყოველი სათარგმნი მასალა თავისი სირთულის მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, ტრადიციულად იურიდიული თუ სამედიცინო ტექსტების თარგმანი პროფესიონალთა მიერ თარგმანის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სახეობად მიიჩნევა, დავუშვათ, სარეცხი მანქანის ინსტრუქციასთან შედარებით. დოკუმენტები ან ტექსტები, რომლებიც ენის მატარებელი პიროვნების მიერ არ არიან შექმნილნი, ასევე ძალიან რთულად სათარგმნ მასალას წარმოადგენენ, რადგანაც მათში არსებული ტერმინებისა და ფრაზების პოვნა ტრადიციულ და ელექტრონულ ლექსიკონებში, თუ ინტერნეტ რესურსებში პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც წყარო ტექსტში გვხვდება შეცდომები, ლოგიკური წინააღმდეგობანი, გაურკვეველი სიტყვათშეთანხმებები თუ ფრაზეოლოგიზმები, თარგმანის დროს ყოველივე აღნიშნული თავს იჩენს და კორექტირებას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში არცთუ იშვიათად თარგმანი ორიგინალზე გაცილებით უკეთესი გამოდის, რაც, შესაბამისად, მეტ დროს და შრომას მოითხოვს მთარგმნელის მხრიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მთარგმნელი წინასწარ გაეცნოს თითოეულ სათარგმნ მასალას, რათა შეაფასოს მისი სირთულე და თარგმნისათვის საჭირო დროის მოცულობა. შემდგომ ამისა ჩვენ შეგვიძლია პოტენციურ კლიენტს მოვაწოდოთ ინფორმაცია თარგმანის ღირებულებისა და მისი შესრულების ვადების შესახებ. თარგმანის ღირებულების შეფასება, ცხადია, უფასოა. ამიტომ, გთხოვთ, თავისუფლად დაგვიკავშირდეთ და გამოგვივზავნოთ თქვენი სათარგმნი დოკუმენტი თუ ტექსტი.

ორიენტაციისათვის გთავაზობთ თარგმანის ტარიფების შემდეგ დიაპაზონებს:

სტანდარტული სერვისი - თარგმანის ღირებულება

  • ინგლისურ ქართული თარგმანი, 18-22 ლარი (1800 სიმბოლო)
  • ქართულ ინგლისური თარგმანი, 20-25 ლარი (1800 სიმბოლო)
  • ქართულ რუსული თარგმანი, 16-19 ლარი (1800 სიმბოლო)
  • რუსულ ქართული თარგმანი, 16-19 ლარი (1800 სიმბოლო)
  • ინგლისურ რუსული თარგმანი, 18-22 ლარი (1800 სიმბოლო)
  • ბულგარულ ქართული თარგმანი, 25-32 ლარი (1800 სიმბოლო)


კორექტირების სერვისი - ღირებულება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „კორექტირების სერვისის“ შემთხვევაში დოკუმენტის საბოლოო ტექსტი სამიზნე ენის მატარებელი დიპლომირებული პიროვნების მიერ იქმნება.

  • ქართულ ინგლისური თარგმანი, 175-დან 200 ლარამდე (1800 სიმბოლო)
  • ქართულ ბულგარული თარგმანი, 150-დან 175 ლარამდე (1800 სიმბოლო)
  • რუსულ ინგლისური თარგმანი, 125-დან 150 ლარამდე (1800 სიმბოლო)


ანაზღაურება და გადახდის წესები

ჩვენი მომსახურების ანაზღაურება შესაძლებელია თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი მეთოდით:

  • EPAY (ბულგარეთი)
  • საერთაშორისო საბანკო გადარიცხვა (IBAN)
  • PayPal
  • ბანკთაშორისი გადარიცხვა (საქართველო, ბულგარეთი და დიდი ბრიტანეთი)

სრული ან ნაწილობრივი წინასწარი ანაზღაურების გარეშე შეკვეთების მიღება შეგვიძლია მხოლოდ იმ რესპექტაბელური კომპანიებისაგან, რომლებმაც გამოგვივზავნეს საკუთარ სატიტულე ფურცელზე შესრულებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული შეკვეთა. მსგავსი შეკვეთები ანაზღაურებულნი უნდა იქნან ინვოისის წარდგენიდან ზუსტად 30 დღის განმავლობაში.

თქვენი შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი შეგიძლიათ გამოგვივზავნოთ ჩვენი ევროპის ოფისის მისამართზე:

შპს „ინგლისურ-ქართული სათარჯიმნო ბიურო“.
ბულგარეთი,
ქ. ბურგასი,
კვარტალი სარაფოვო, 8016,
ანგელ დიმიტროვის ქ. №22“ა“ ,
საფოსტო ყუთი №14.
ელ-ფოსტა: accounts@english-georgian.ge




english to georgian dictionary button