პროფესიონალური მთარგმნელობითი მომსახურება

„ინგლისურ-ქართული სათარჯიმნო ბიურო“ გთავაზობთ პროფესიონალურ მთარგმნელობით მომსახურებას ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ბულგარულ ენებზე. ჩვენი უნიკალურობა და განსაკუთრებული სიძლიერე კონკრეტული ენობრივი წყვილებისათვის (მაგალითად, თარგმანი ქართულიდან ინგლისურ ენაზე) ზედმიწევნით უმაღლესი ხარისხის ნებისმიერი თემატიკის პროფესიული თარგმანის შესრულებაში მდგომარეობს. ამის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ჩვენი კვალიფიციურ მთარგმნელთა გუნდი დაკომპლექტებულია ინგლისური, ბულგარული და ქართული ენების მატარებელი დიპლომირებული მთარგმნელებით. ცხადია, დიპლომირებული ინგლისური თუ ბულგარული ენების მატარებელი მთარგმნელების თარგმნის პროცესში ჩართულობა შესაბამის პრემიუმ ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული, თუმცა იმ ქართველი კლიენტებისათვის, რომელთაც სურთ თავიანთ საერთაშორისო კლიენტურაზე უმაღლესი სტანდარტის კომპანიის შთაბეჭდილების მოხდენა და საკუთარი მაღალპროფესიულობის იმიჯის დამკვიდრება - ჩვენი „პრემიუმ სერვისი“ ნამდვილად ფასდაუდებელია.

ანალოგიურად, „სტანდარტული სერვისით“ სარგებლობის შემთხვევაში, ინგლისურიდან ქართულ თუ რუსულ ენებზე თარგმნის პროცესში, მთარგმნელისათვის ყოველთვის სასარგებლოა ინგლისური ენის მატარებელი კოლეგის თანადგომა ინგლისური ენის სიღრმისეული წვდომისათვის და ყველა დეტალის გათვალისწინებისათვის. სწორედ ამიტომ, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი „პრემიუმ სერვისისა“ და „სტადნარტული სერვისის“ შემსრულებელი მთარგმნელები ჩვენს კლიენტებს მაქსიმალურად უმაღლესი ხარისხის თარგმანით უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ინგლისურენოვან კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ საქართველოში თავიანთი წარმომადგენლობის გახსნა, ჩვენ ვთავაზობთ პროექტის მართვის (Project management) სერვისს. მსგავსი სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ყველა დეტალისა და მოთხოვნის განსახილველად.


„პრემიუმ სერვისის“ თარგმანი

როგორ უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი „პრემიუმ სერვისი“ ძირითადად განკუთვნილია ისეთი ორგანიზაციებისათვის, როგორებიცაა საბანკო დაწესებულებები, საერთაშორისო კომპანიები, სამთავრობო დეპარტამენტები, რომლებიც საჭიროებენ თარგმანს აბსოლუტურად სრულყოფილ ინგლისურ ენაზე ინგლისურენოვან სამყაროზე საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად. ჩვენს მიერ ინგლისურ თუ ბულგარულ ენებზე შესრულებული თარგმანი ჟღერს აბსოლუტურად ბუნებრივად, იგი გრამატიკულად თუ სემანტიკურად გამართული, პოლიტიკურად კორექტული და კულტურული თვალსაზრისით სრულიად მისაღებია სამიზნე ენაზე. ეს ყოველივე კი ჩვენი მხრიდან მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოს შესრულებას, ხშირად წინადადებებისა თუ აბზაცების სტრუქტურის შეცვლასა და თავიდან გადაწერას, კონკრეტული ფრაზების დამატებას, ამოღებასა თუ გავრცობას, ცხადია, ორიგინალი ტექსტის/დოკუმენტის არსის შეცვლისა და დამახინჯების გარეშე. აღნიშნული სამუშაო მოითხოვს ორიგინალის ენის მატარებელ მთარგმნელთან ტექსტის საფუძვლიან და სიღრმისეულ განხილვას, ტექსტის მომწოდებელთან/ავტორთან დეტალების გადამოწმებას და აუცილებელი ცვლილებების მასთან შეთანხმებას. ჩვენს კლიენტებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული „პრემიუმ სერვისის“ თარგმანის შეკვეთის შემთხვევაში.

მაგალითად, ჩვენმა ინგლისელმა მთარგმნელმა ერთ-ერთ კლიენტს ურჩია ინგლისურენოვან თარგმანში თავი შეეკავებინა მის კუთვნილ საერთაშორისო სასტუმროში არსებულ აუზში მცხოვრები თევზების სასტუმროს რესტორნის კლიენტების სურვილისამებრ დაჭერისა და სადილად მომზადების შესაძლებლობის ხსენებისაგან, რაც დასავლური თვალსაზრისით აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა მოსახლეობის სულ მცირე 50-80%-სათვის, და, შესაძლოა, სასტუმროს მიერ ევროპელი კლიენტურის გარკვეული პროცენტის დაკარგვაც მოჰყოლოდა შედეგად.

ჩვენი „პრემიუმ სერვისი“ ხელმისაწვდომია ქვემოთ ჩამოთვლილი ენობრივი წყვილებისათვის:

  • ქართულ ინგლისური თარგმანი.
  • ქართულ ბულგარული თარგმანი.
  • რუსულ ინგლისური თარგმანი (მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ენობრივი წყვილი საკმაოდ გავრცელებულია, ჩვენი გასაკუთრებით ძლიერი მხარეა ფინანსური, ტექნოლოგური, სამეცნიერო თუ სხვა პროფესიულ თარგმანთან დაკავშირებული ტერმინოლოგია).

იხილეთ ჩვენი მომსახურების: ფასები.


„სტანდარტული სერვისის“ თარგმანი

ჩვენი „სტანდარტული სერვისი“ მოიცავს ყველა ენობრივ წყვილს, სადაც სამიზნე ენებია ქართული თუ რუსული ენები. ჩვენი რუსული ენის მთარგმნელებისათვის რუსული ენა მეორე მშობლიური ენაა, ისინი იზრდებოდნენ რუსულ გარემოში, უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ რუსულ ენაზე და ფლობენ წარჩინების დიპლომს რუსულ ენაში. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ძალიან მაღალი ხარისხის თარგმანი რუსულ-ქართულ და ქართულ-რუსულ ენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვალიფიცირებული მთარგმნელების გამოცდილება ინგლისურ-ქართულ თარგმანში უკვე წლებს მოიცავს, ინგლისური ენის მატარებელი კოლეგის თანადგომა საშუალებას გვაძლევს ჩვენს კლიენტებს უმაღლესი ხარისხის ინგლისურ-ქართული თარგმანი შევთავაზოთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ასევე ბულგარულ-ქართულ თარგმანზეც. გარდა ამისა, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ „პრემიუმ სერვისთან“ მიახლოებულ ქართულ-ინგლისურ თარმგანს.

ჩვენი „სტანდარტული სერვისი“ ხელმისაწვდომია ქვემოთ ჩამოთვლილი ენობრივი წყვილებისათვის:

  • ინგლისურ ქართული თარგმანი.
  • ქართულ რუსული თარგმანი.
  • რუსულ ქართული თარგმანი.
  • ინგლისურ რუსული თარგმანი.
  • ბულგარულ ქართული თარგმანი.
  • ქართულ ინგლისური თარგმანი („პრემიუმ სერვისთან“ მიახლოებული თარგმანი).

იხილეთ ჩვენი მომსახურების: ფასები.


english to georgian dictionary button